RS.GE ვებ-სერვისები

ეს ბიბლიოთეკა განკუთვნილია RS.GE-ს ვებ სერვისების გამოყენებაზე. ამ ბიბლიოთეკის მეშვეობით ადვილად მოახერხებთ ყველა ოპერაციის ჩატარებას, რასაც აღნიშნული ვებ სერვისი ითვალისწინებს.

გამოყენება

გამოყენებისათვის უნდა ჩასვათ შემდეგი ხაზი თქვენს Gemfile-ში:

gem 'rs.ge', '~> 0.0.7'

შემდეგი გამოყენება ძალიან მარტივია:

require 'rs'

puts RS.what_is_my_ip # თქვენს IP მისამართს დაბეჭდავს კონსოლში

სისტემური ფუნქციები

თქვენი IP-ს გასაგებად შეგიძლიათ გამოიყენოთ what_is_my_ip ფუნქცია:

my_ip = RS.what_is_my_ip

სერვისის სხვა მეთოდების გამოსაყენებლად უნდა გქონდეთ შექმნილი სერვისის მომხმარებელი. სერვისის მომხმარებლის შესაქმენლად დაგჭირდებათ თქვენს ორგანიზაციაზე მინიჭებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.

ახალი სერვისის მომხმარებლის შესაქმნელად გამოიყენეთ create_service_user ფუნქცია:

was_created = RS.create_service_user(params)

params წარმოადგენს შემდეგი მონაცემების ჰეშს (ყველა პარამეტრი აუცილებელია):

  • user_name — თქვენი ორგანიზაციის მომხმარებლის სახელი;
  • user_password — თქვენი ორგანიზაციის პაროლი;
  • ip — IP მისამართი, რომლიდანაც შეგიძლიათ იმუშაოთ;
  • su — ახალი სერვისის მომხმარებლის სახელი;
  • sp — სერვისის მომხმარებლის პაროლი.

ეს ფუნქცია აბრუნებს boolean ტიპის მნიშვნელობას: თუ მომხმარებელი შეიქმნა, ბრუნდება true, ხოლო false — წინააღმდეგ შემთხვევაში. თუ რატომ არ მოხდა მომხმარებლის გახსნა შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოდ: ამის შესახებ rs-ის სერვისი არანაირ პასუხს არ იძლევა.

ძალაინ მნიშვნელოვანი ფუნქციაა check_service_user, რომელიც გარდა იმისა, რომ ამოწმებს ახლად შექმნილი მომხმარებლის სახელს და პაროლს, ასევე გაძლევთ შანსს გაიგოთ თქვენი ორგანიზაციის გადამხდელის ID. ამ ფუნქციის გამოძახება ასე გამოიყურება:

user = RS.check_service_user(params)

გადასაცემი პარამეტრების სია გაცილებით მოკრძალებულია:

  • su — სერვისის მომხმარებლის სახელი;
  • sp — სერვისის მომხმარებლის პაროლი.

თუ su და sp პარამეტრების სწორადაა მოწოდებულია, მაშინ RS::User ობიექტი ბრუნდება, რომელიც შეიცავს payer_id თვისებას, სადაც თქვენი ორგანიზაციის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდია ჩაწერილი. თუ ავტორიზაციის მონაცემები არასწორადაა მიწოდებული, ეს მეთოდი დააბრუნებს nil მნიშვნელობას.

ასევე მარტივია მომხმარებლის მონაცემების შეცვლა. ამისათვის update_service_user მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ:

was_updated = RS.create_service_user(params)

params წარმოადგენს მონაცემების ჰეშს, რომელიც მსგავსია იმისა, რასაც გადავცემდით create_service_user ფუნქციის გამოძახებისა:

  • user_name — თქვენი ორგანიზაციის მომხმარებლის სახელი;
  • user_password — თქვენი ორგანიზაციის პაროლი;
  • ip — IP მისამართი, რომლიდანაც შეგიძლიათ იმუშაოთ;
  • su — სერვისის მომხმარებლის სახელი;
  • sp — სერვისის მომხმარებლის პაროლი.

თქვენი ორგანიზაციის მომხმარებელთა სიის სანახავად გამოიყენეთ get_service_users მეთოდი:

users = RS.get_service_users(params)

პარამეტრებში უნდა გადაეცეს შემდეგი მონაცემები:

  • user_name — თქვენი ორგანიზაციის მომხმარებლის სახელი;
  • user_password — თქვენი ორგანიზაციის პაროლი.

ეს ფუნქცია აბრუნებს RS::User ტიპის (მომხმარებლის კლასი) ობიექტების მასივს.

ბოლო სასარგებლო სისტემური ფუნქციაა get_name_from_tin, რომლის დახმარებით შეგიძლიათ ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომრიდან (ან პირადი ნომრიდან) მიიღოთ ამ ორგანიზაციის (პირის) დასახელება.

name = RS.get_name_from_tin(params)
  • su — სერვისის მომხმარებლის სახელი;
  • sp — სერვისის მომხმარებლის პაროლი;
  • tin — საიდენტიფიკაციო ნომერი ან პირადი ნომერი.

ცნობარის ფუნქციები

TODO:

ზედნადებთან მუშაობა

TODO: